გიორგი ლომია: მივდივართ მოსკოვში, რათა შევარბილოთ, ან გავაუქმებინოთ სანქციები

​ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა დეპუტატმა გიორგი ლომიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

“პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩასულიყო მოსკოვში. უნდა შევხვდეთ რუს კოლეგებს, რომ რამენაირად საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები შევარბილოდ და საბოლოო ჯამში საერთოდ მოვახსნევინოთ. დარწმუნებული ვართ, რომ მოსკოვში ჩვენი ვიზიტი სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას”,-განაცხადა ლომაიამ.

მისი თქმით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ძალიან დაიძაბა ისედაც რთული ურთიერთობა რუსეთთან: შეწყდა გზავნილები, 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა, ასევე შეწყდა ფრენა, აღარ გავა ჩვენი პროდუქცია რუსეთის ფედერაციაში, ანუ ჩვენ ფაქტიურად სერიოზული ეკონომიკური ზარალი განვიცადეთ.

შეკითხვაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სანქციებზე უარი თქვა და რის საფუძველზე ხდება მსგავსი შეზღუდვები, გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ პუტინის განცხადების მიუხედავად, რუსეთის დუმამ სასანქციო პაკეტი მთავრობას მაინც გადაუგზავნა, რაც ნიშნავს იმას, რომ სანქციები მაინც იქნება

“რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ სურს აამოქმედოს სანქციები, მაგრამ ამის მიუხედავად, დუმამ მაინც გადაუგზავნა მთავრობას სასანქციო პაკეტი. აქედან გამომდინარე, ზუსტად იმისთვის ჩავდივართ, რომ პრევენციულად გავესაუბროთ რუს კოლეგებს და ვთხოვოთ გამოიწვიონ სასანქციო პაკეტი, რათა არ ამოქმედდეს სანქციები. პირადად ვესაუბრე დუმის დეპუტატებს, მათ დამიდასტურეს, რომ პაკეტი გადაგზავნილია და ახლა სთხოვენ ხელისუფლებას, აამოქმედოს გარკვეული სანქციები საქართველოს წინააღმდეგ. რადგან გადაუგზავნეს, ე.ი. რაღაც სანქციას მაინც აამოქმედებს. ჩვენი ჩასვლის მიზანია ან არ ამოქმედდეს, ან შერბილდეს. იმის გარდა, რომ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გზავნილებს ვერ ახორციელებენ, ასევე დაწყებულია ქუჩებში ქართველების შემოწმება. ადამიანები გვირეკავენ და გვეკითხებიან რა ხდება. ქუჩაში, რესტორანში, კაფეში თუ შედის ქართველი, თუ მას რეგისტრაცია არა აქვს და აქამდე იქ დარჩენა და მუშაობა შეეძლო, ახლა პირდაპირ დეპორტაციას ექვემდებარებიან”-განაცხადა გიორგი ლომიამ.

“პატრიოტთა ალიანსის” წვერებს: გიორგი ლომიას და ადა მარშანიას რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრა 15-18 ივლისს აქვთ დაგეგმილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად