გიორგი ლომია: მიხეილ სააკაშვილმა საშუალება მისცა რუსეთს, რომ ეღიარებინათ სოხუმი და ცხინვალი, კიდევ ჩვენ ვართ პრორუსული პარტია?

“ჩვენი ყველა ჩასვლა მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ ბრუსელში ხდებოდა საჯაროდ და მოხდება საჯაროდ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს”.

ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და  გაიხსენა „ტვ პირველში“ გასულ სიუჟეტი და განმარტა, რომ  იქ ნაჩვენებია ბილეთები, რაც ადასტურებს, რომ თქვენც „ოცნებაც“ ჩადის მოსკოვში, მაგრამ ამას ფარულად აკეთებს.

“ჩვენი ყველა ჩასვლა მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ ბრუსელში ხდებოდა საჯაროდ და მოხდება საჯაროდ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. რაც შეეხება ნაცებს, რომლებსაც საერთოდ ხმა არ აქვთ ამოსაღები 2008 წლის ომის შემდეგ მინსკში მიღწეული შეთანხმებიდან მე-7 პუნქტი ამოიღო მიხეილ სააკაშვილმა, რითაც საშუალება მისცა რუსეთს, რომ ეღიარებინათ სოხუმი და ცხინვალი, კიდევ ჩვენ ვართ პრორუსული პარტია? 2008 წლის ომის შემდეგ, ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის ხელმომწერი იყო მთელი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და იმ დელეგაციიდან რამდენიმე წევრი ჩვენი პარლამენტის წევრია, მათ მოაწერეს ხელი ისეთ რეზოლუციას, რომელშიც ნაგულისხმევი იყო, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედება,  გამოიყენა კასეტური ბომბები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ბომბები რომლებიც კონვენციით არის აკრძალული. ამაზე ხელი მოაწერეს ამ გამყიდველებმა და ჩვენ ვართ პრორუსული პარტია? 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენებზე გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც  „კაგებეს“ უმაღლესი სკოლა დაამთავრა, რადგან „მგიმო“ ჩათვალეთ, რომ „კაგებეს“ სკოლაა, რუსეთიდან ჩამოიყვანა პოლიტტექნოლოგები, რომლებიც მართავდნენ მის საარჩევნო კამპანიას. პოლონეთმა შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ვისაც „მგიმო“ აქვს დამთავრებული საჯარო სამსახურში არ მიიღება და ჩვენ ვართ პრორუსული ძალა? ჩვენ ვართ მოღალატეები და გამყიდველები? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხმა ვერ ამოგვიღია და სიმართლე ვერ გვითქვამს ისე, რომ ვინმემ იარლიყი არ მოგვაკეროს. ასეთი ქვეყანა უნდა დავუტოვოთ ჩვენ შთამომავალს, ჩვენს მომავალ თაობას?“ – განაცხადა გიორგი  ლომიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად