გიორგი ლომია: მართლა კოლონია და 51-ე შტატი ხომ არა ვართ, ქართველები ვართ ხალხნო!..

“რაც სასტუმრო “რუმსში” მოხდა, ამაზრზენია, მარაზმთან გვაქვს საქმე.”-ამის შესახებ გიორგი ლომიამ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და პარლამენტის ბიუროს წევრებს შეახსენა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პარლამენტის ვიცე-სპიკერს ღონისძიებაზე საკუთარი აზრის გამოხატვის მცდელობის გამო ფიზიკურადაც კი ეხებიან.

საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გიორგი ლომია სასტუმრო “რუმსში” მიმდიანრე კონფერენციაზე მომხდარ ინიცდენტს და რასმუსენის განცხადებას ამაზრზენს უწოდებს.

“ის პოლიტიკური ძალა და მათი დასავლელი პატრონები, რომლებმაც მოაწყეს “რუმსში” კონფერენცია, ხომ დებენ თავს, რომ დემოკრატიულად აზროვნებენ. როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მოდის, რომ არა დედა აგინოს და ჩაუშალოს კონფერენცია, არამედ კონსტრუქციული აზრი გამოხატოს, მას არა მხოლოდ უფლებას არ აძლევენ, ფიზიკურადაც კი ეხებიან და აგდებენ. რა უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ასე მიმართოს ჩვენი ქვეყნის ვიცე-სპიკერს? მართლა კოლონია ხომ არა ვართ, 51-ე შტატი ხომ არა ვართ, ქართველები ვართ ხალხნო და ჩვენი ღირსება გაგვაჩნია.

დღეს, რაც წავიკითხე ინტერნეტში, გვთავაზობენ, აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარი ვთქვათ და ნატოში გავწევრიანდეთ და თურმე, ჩვენი გადასაწყვეტია ეს, ამაზე რა მსჯელობა უნდა დავიწყოთ, რომელი ერთი მოაწერს ხელს ტერიტორიების დაკარგვას, რის სანაცვლოდაც ჩვენ ნატოში გავწევრიანდებით? თქვენგან რომელიმე მოაწერს ამას ხელს? ეს ქართველი კაცის შეურაცხყოფაა, რატომ გვთავაზობენ და რატომ ბედავენ საერთოდ” -მიმართა ლომიამ კოლეგებს და განაცხადა, რომ კანონში ცვლილებებია შესატანი, სადაც მკაფიოდ უნდა გაიწეროს, რა არის შეურაცხყოფა და რა არის სიტყვის თავისუფლება.”,-განაცხადა ლომიამ.

ცნობისთვის, კონფერენციაზე დევიდ კრამერსა და ირმა ინაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...