გიორგი ლაფერაშვილი: “ფორმულა” ეთერში გავიდა, მისი დირექტორისა და საინფორმაციოს უფროსის გამოკითხვა ამის მერე დასჭირდათ

“ამ საქმიდან 2 თვე გავიდა და “ფორმულას” დირექტორისა და საინფორმაციოს უფროსის გამოკითხვა მას შემდეგ დასჭირდათ, რაც ტელეკომპანია ეთერში გავიდა”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

“ამ საქმის გამოძიებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა და პროკურატურას დასჭირდა ტელეკომპანია “ფორმულას” დირექტორის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის გამოკითხვა. მაშინ, როდესაც “ფორმულა” გავიდა ეთერში. ბუნებრივია ჩვენ არ ვეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას. არც მანამდე, მაგრამ 18 ივლისის შემდეგ მე კითხვა აღარ დამრჩა იმაზე, რა აწუხებს ხელისუფლებას და რა – არა”, – განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული. ახლა კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად