გიორგი კვირიკაშვილი: “უნივერსიტეტი არ გაყიდულა, გაიყიდა შენობა”

"ამერიკულმა მხარემ წერილით მიმართა საქართველოს მილენიუმის ფონდის წარმომადგენლობას, ადასტურებს რომ ეს შენობა უნივერსიტეტისთის იყო გამოუსადეგარი. სწორედ ამიტომ მოხდა ამ შენობის რეალიზაცია", – ასეთი შეფასება მისცა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიაშვილმა "ბათუმი თაურის" 25 მილიონად გაყიდვას. მისივე თქმით, სამინისტროს არ გაუყიდია უნივერსიტეტი, გაიყიდა შენობა-ნაგებობა.

"როგორც მახსოვს, დღეს უნდა დახურულიყო აუქციონი. გატანილი იყო 25 მლნ დოლარად. თუ არ ვცდები, 18-დან 20 მლნ დოლარამდე ჩადებული უნდა იქნას ახალი ინვესტიცია. სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზეა საუბარი. ეს შენობა გაყიდვას ექვემდებარებოდა, რადგან ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში იყო. აუცილებლად უნდა გაგვეყიდა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ უნივერსიტეტი არ გაყიდულა, გაიყიდა შენობა, რომელზეც იყო ბევრი მითქმა-მოთქმა", – განცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...