გიორგი კვირიკაშვილი თბილისში აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლებს

16 მაისს, საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი არტურ რასიზადე ეწვევა.

16 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი არტურ რასიზადე აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრებიან.

20 წლის წინ, 1996 წლის 8 მარტს აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შეთანხმებას. 

აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება 16 მაისს, 11:30 საათზე, ფუნიკულიორზე გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...