გიორგი კვირიკაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველო–შვედეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებს და რეგიონში შექმნილ ვითარებას.

მარგოტ ვალსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა  ევროინტეგრაციის პროცესებში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გიორგი კვირიკაშვილმა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიწოდა ინფორმაცია საქართველოშიმიმდინარე რეფორმების შესახებ.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

კომენტარები
იტვირთება...