გიორგი კვირიკაშვილი: “სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ჩვენი ყველა ნაბიჯი მოიწონეს”

მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და მიმდინარე ეკონომიკური პროცესები განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროში, სადაც გიორგი კვირიკაშვილისა და სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, მიხეილ ჯანელიძე და ირმა ქავთარაძეც ესწრებოდნენ.

"სავალუტო ფონდის მისიასთან ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე, განვიხილეთ ის ღონისძიებები, რასაც მთავრობა ახორციელებს იმისათვის, რომ სავალუტო დისბალანსი დაბალანსდეს და სტაბილიზაციისკენ წავიდეს ეროვნული ვალუტის კურსი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა მოიწონეს. შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც მოკლევადიანი, ისე საშუალოვადიანი ღონისძიებები, ასევე კონკრეტული ნაბიჯები პრივატიზებისა და ტურიზმის მიმართულებით. ასევე განვიხილეთ ინვესტიციების წახალისების საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ცოტა ხანში გაჟღერდება. ვისაუბრეთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებაც. იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ველოდოთ ნამდვილად სიტუაციის დასტაბილურებას, ამისთვის ყველა საფუძველი გვაქვს" – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად