“გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნებისთვის ყველაზე მომგებიანი კანდიდატურაა”

“სამთავრობო ცვლილებების პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და ამისთვის, ყველა მხარეს მადლობას ვუხდი", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძე, ტელეკომპანია GDS-ის გადეცემა 2030-ში განაცხადა.

"ასევე, თავდადებული შრომისთვის დიდ მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც თანამდებობიდან მნიშვნელოვანი წარმატებების ფონზე გადადგა. უმრავლესობა კონსულტაციების შედეგად ყველაზე ადეკვატურ, რეალურ, ჩვენთვის მომგებიან კანდიდატურაზე შეჯერდა.

კვირიკაშვილს არაჩვეულებრივი ორგანიზატორული შესაძლებლობები, განათლება და გამოცდილება აქვს. რადიკალურმა განწყობილმა ოპონენტებმაც კი, აღიარეს, რომ კვირიკაშვილი ქართული ოცნებისთვის ყველაზე მომგებიანი კანდიდატურაა", – განაცხადა კვაჭანტირაძემ 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...