A1 ბანერი

გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის  პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, პრემიერმინისტრს არტურ რასიზადეს, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოქთაი ასადოვს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი გვირგვინით შეამკობს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავს და მარადიული ცეცხლის კომპლექსს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...