გიორგი კვირიკაშვილი: ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია

"ყველა ფუნდამენტალური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყოს" – აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიროგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა სავალუტო შემოდინებებს ზაფხულის პერიოდში ელოდება. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უკვე დასრულდა წინასაპრივატიზაციო მომზადების პროცესი და ბევრი ობიექტი გავა პრივატიზაციაზე.

"ყველა ფუნდამენტალური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყოს. ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ რუსეთში დაიწყო რუბლის გამყარება – რუსეთში დაიწყო კორექტირება, რადგან იქ იყო 200%-იანი დევალვაცია. ჩვენთან ლარი არის ფუნდამენტთან ახლოს. მე ვიტყოდი, რომ ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული დღეს. მოლოდინი, რომ სერიოზული გაუფასურება იქნება, არ არსებობს და მე მინდა ყველა დავამშვიდო ამ მიმართულებით" – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად