გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსზე: გვაქვს კონკრეტული გაწერილი ნაბიჯები

“ლარის კურსის ცვლილებას არანაირი შიდა მიზეზები არ გააჩნია”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“სავალუტო საკითხთან დაკავშირებით ის, რაც დღეს არის დევალვაცია, ეს არის პირდაპირი შედეგი იმ დევალვაციის, რომელიც ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასების დაცემის გამო. ამ მოვლენებს შორის არის პირდაპირი კავშირი. არანაირი შიდა მიზეზები ამას არ გააჩნია, თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული გაწერილი ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება რომ შევამციროთ, ან შევამსუბუქოთ გარე მოვლენების ეს ეფექტი. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც კი არის მის ხელთ ინსტრუმენტები. ჩვენ ვართ ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგ კოორდინაციაში, რათა მოხდეს ამ ეფექტების მინიმიზაცია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამის მოსაგვარებლად.

კითხვაზე, თუ რა კონკრეტული მექანიზმები არსებობს აღნიშნულის მოსაგვარებლად, პრემიერმა განაცხადა, რომ:

“დღევანდელ დღეს რა დონის დევალვაციაც არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის პირდაპირი ეფექტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში უკანასკნელ დღეებში მომხდარი დევალვაციისა. ჩვენ ამ ბაზარზე ვართ ინტეგრირებული, გვაქვს სავაჭრო კავშირები და შეუძლებელია, რომ ეს აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...