გიორგი კვირიკაშვილი: გამოვრიცხავ პოლიტიკაში წასვლას თავიდან

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ტვპირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“მე გამოვრიცხავ ჩემს პოლიტიკაში წასვლას თავიდან, ბევრი მიზეზის გამო. ეს ჩემი სურვილი არ არის. რომ წავიდე პოლიტიკაში მე ამის უფლება მაქვს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში არის უფრო ახალგაზრდა თაობის დრო, ჩვენი შვილები თაობა, კონკრეტულად ვგულისხმობ ადამიანებს რომლებმაც 30 წელ მიბიჯეს ან 30 წელს გადასცდნენ, რომლებმაც გარკვეული წარმატებები მოიპოვეს და არიან გულანთებული ადამიანები, ასეთი ადამიანების დროა პოლიტიკაში.

მე მგონია, რომ ადამიანი ამ მდინარეში იყავი ერთხელ, ასე ვფიქრობ და მგონია რომ ეს სწორი გადაწყვტილებაა.

რაც შეეხება იმას, რომ დამაშანტაჟეს,  საერთოდ ეს საქმეები არის აბსურდული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად