გიორგი კვირიკაშვილი: გაჩუმებას არ ვაპირებ, დაშანტაჟებულ კაცს მგონი არ ვგავარ, ხო?!

არასდროს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხდა.

“აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ. არცერთი პოლიტიკური ტანამდებობისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს, რა თქმა უნდა, ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია მექნება. რაღაც შეიძლება მომწონდეს, რაღაც-არა. მაგალითად, 20 ივნისს რაც მოხდა.

არასდროს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ, ვამბობ. ვიღაცეები ამბობენ რომ “დააშანტაჯეს”, “დააშინეს”. მე მგონი დაშანტაჟებულ კაცს არ ვგავარ ხო?!”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად