გიორგი კვირიკაშვილი: ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე შენიშვნები მაქვს

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ცვლილებებზე ვიცე-პრემიერს შენიშვნები აქვს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი მათგანი ბორდის წევრების განთავისუფლების საკითხს ეხება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანონში რამდენიმე კომპონენტი შესაცვლელია. "საერთაშორისო ორგანიზაციების აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათი რეკომენდაციები მიღებული და გათვალისწინებულია. პირველადი ვერსიის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა კანონში. მნიშვნელოვანია, რომ ბორდის წევრები მაქსიმალურად პროფესიონალები იყვნენ. მე პირადად რამდენიმე შენიშვნა მაქვს, რომელსაც კანონპროექტის ავტორს აუცილებლად გავაცნობ. ასეთივეა პრემიერმინისტრის განწყობაც. იმედი მაქვს, კომპრომატული ვარიანტი იქნება მიღებული", – განაცხადა მინისტრმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად