გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის პორტში არსებულ სიტუაციას შეისწავლის

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის პორტში არსებულ სიტუაციას უახლოეს მომავალში გაეცნობა. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პორტში არსებული პრობლემების შესწავლა კი თავის მოადგილეს, ნათია მიქელაძეს დაავალა.

"ბათუმის პორტში არსებულ პრობლემებზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია. მე დავავალე ჩემს მოადგილეს, ნათია მიქელაძეს და ალბათ იგი ახლა სწავლობს ამ საკითხებს. შევხვდებით ხელმძღვანელობას და გავარკვევთ ყველაფერს. ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება", – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა. 

 ბათუმის პორტში მიმდინარე მოვლენების შესახებ "აიპრესმა" რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა.

ბათუმის პორტში პრობლემების გამო, საზღვარზე ათასობით ცისტერნაა შეჩერებული

ბათუმის პორტში 11 კაციანი სარევიზიო კომისია შევიდა

ბათუმის ნავთობტერმინალი დაყადაღებულია

პორტს გადამზიდავი კომპანიები უჩივიან. ისინი მოქმედ ხელმძღვანელობას გადაზიდვების გაჩერებაში, შესაბამისად, მათთვის მრავალმილიონიანი ფინანსური ზარალის მიყენებაში ადანაშაულებენ. 
ბათუმის პორტში კომენტარს  არ აკეთებენ. პორტის დირექტორის მოადგილე ლევან ჯობავა ამბობს, რომ ამ საკითხებზე საუბარი მხოლოდ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალის" გენერალურ დირექტორს, მალიკ დიუსემბაევს შეუძლია, თუმცა, იგი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და ჟურნალისტებთან საუბარს ქართულ მხარეს უკრძალავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...