გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას

“მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას”-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მე მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას უბრალო მიზეზის გამო არ ვაპირებ, მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით.

დღეს, პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ როგორც საქართველოსთვის ყველაზე ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის”-განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასაც გამოეხმაურა და განაცხადა.

“გიორგი მარგველშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. მე ვთვლი რომ ეს ადამიანი არის თავისი თვისებით, ბევრი თვისებით, აქტივი საქართველოსთვის”-ამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად