გიორგი კვირიკაშვილი: 9 აპრილი ქვეყნის ისტორიაში ახალგაზრდების გმირობის ამბად დარჩება

"დღეს არის დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც ერთ-ერთი ტრაგიკული დღე, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დღე საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად დარჩება.

"ეს იყო თავგანწირვის მაგალითი და ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება და განმტკიცდა რწმენა იმისა, რომ შესაძლოა ჩვენზე ბევრად აღმატებულ ძალას აღუდგე სიმტკიცით და ვაჟკაცობით. სამწუხაროდ, შემდგომ წლებში კიდევ უფრო ბევრი სახელი მიემატა ამ გმირთა ჩამონათვალს.

9 აპრილი ნამდვილად დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად, იმ ახალგაზრდების გმირობისა, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს. საქართველო არასდროს დაივიწყებს 9 აპრილის გმირთა ხსოვნას", – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.

პრემიერმა ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად