გიორგი კვერენჩხილაძე: “პრეზიდენტის მისვლის გადავადება კანონის ძალის მატარებელი აქტია”

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პარლამეტში გიორგი მარაგველაშვილის მისვლის თარიღზე პარლამეტის აპარატთან მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსნებით მისვლის თარიღი.

"ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშა რეჟიმი მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, პარლამეტში ყოველწლიური მოხსენებით მისვლის სავარაუდო თარიღი, რაც, რა თქმა უნდა პარლამენტის აპარატთან და ხელმძღვანელობასთან ერთობლივად იქნება ჩამოყალიბებული. ამის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება თარიღი.

პარალემტის რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მისვლის გადავადება კანონის ძალის მატარებელი აქტია. როგორც წესი იგი იმართება საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს და გამონაკლისებსაც გულისხმობს. უკანასკნელი პერიოდის მოხსენებებეს თვალს თუ გადავავლებთ, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში, ყოველთვის ცოტა მოგვიანებით იმართება",- განაცხადა კვერენჩხილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...