გიორგი კვარაცხელია: გათვალისწინებული იქნა, რომ დეკემბერი ვაჭრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა, შესაბამისად 7-9 დღე საახალწლოდ მოხერხდება შეღავათის მიცემა

ამის შესახებ “ლილო-მოლის” დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ ტვ „პირველის”ეთერში განაცხადა.

„ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი ვართ საქართველოში. თითქმის არასოდეს არ დავკეტილვართ თუ არ ჩავთვლით იმ სამ თვიან პერიოდს, რომელიც პირველი ლოქდაუნის დროს შეგვეხო. ეს იყო დიდი შოკი. მას შემდეგ ვმუშაობდით მაქსიმალურად ვცდილობდით ყველა წესი დაგვეცვა. ეს ახალი რეგულაცია ძალიან მძიმე ტვირთად დაგვაწვება. მაგრამ სავარაუდოდ, ჩვენც და ჩვენს მეწარმეებსაც არა ერთი ქარტეხილი გაგვივლია, ამასაც ღირსეულად გადავიტანთ მიუხედავა იმ ფინანსური დანაკარგებისა. ორი თვის განმავლობაში „ლილო-მოლი” საერთოდ არ იხურება, გათვალისწინებულ იქნა, რომ დეკემბერი ვაჭრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა, შესაბამისად 7-9 დღე საახალწლოდ მოხერხდება შეღავათის მიცემა”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად