გიორგი კონდახაშვილი: ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს რუსთავის №12 ციხეში ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

“დღეს იყო მორიგი შეხვედრა დღესასწაულების შემდგომ. შევხვდით და გავიარეთ სხვადასხვა საკითხი.

რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ არავითარ შემთხვევაში არ არის დღის წესრიგში. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა და სასამართლო. ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მოითხოვონ გირაო და ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე. ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომის დარბაზიდან. ისევე როგორც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს კანონზე, ზუსტად ანალოგიურია გირაოსთან დაკავშირებით, მისი თანხმობა არაფერ შუაში არ არის. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია”, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...