გიორგი კოხრეიძე: ყოველთვის მქონდა შთაბეჭდილება, რომ აჭარის მაუწყებელს არ ჰყავს ადეკვატური მაყურებელი

აჭარის რეგიონალური მაუწყებლის დირექტორობის კიდევ ერთ კანდიდადს, გიორგი კოხრეიძეს მიაჩნია, რომ ტელევიზას ადეკვატური მაყურებელი არ ჰყავს.

“არ ჰყავს ადეკვატური მაყუებელი იმისა, თუ რა პროდუქციაც გადის ამ არხზე. თვითონ როგორც ტელევიზია, მედიაპლატფორმა არ იბრძვის არ სთავაზობს ისეთ პროდუქტს, რომელიც მიიზიდავს მაყურებელს.

თავის დროზე, როდესაც ვიყავი მე მაუწყებლის საბჭოში, მაშინ აჭარის ტელევიზიაში ჩაატარეს კვლევა და ამ კვლევის შედეგებს რომ გვაცნობდნენ, თუ არ ვცდები სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი განიცდიდა ინფორმაციის ნაკლებობას.თითქოს, რომ შეხედავ, არხს ინფორმაცია საკმაოდ მიეწოდება, მაგრამ ის ხალხი განიცდიდა ინფორმაციის ნაკლებობას. ზუსტად ეს პრობლემა აქვს აჭარის მაუწყებელს. ასეთი სახით ინფორმაციის მიწოდება არ აღმოჩნდა საკმარისი მაყურებლისათვის. ანუ მას ჭირდება შეცვლა.” – განაცხადა აჭარის ტელევიასთან გიორგი კოხრეიძემ.

გიორგი კოხრეიძე 2014-2018 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, 2005-2014 წლებში კი ტელეკომპანია „202-ის“ დირექტორი იყო. 1999 წლიდან 2004 წლამდე გიორგი კოხრეიძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, შშმ პირთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...