გიორგი ხელაშვილი: მხოლოდ პარლამენტის ბოლო ორი მოწვევა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, წარმოადგენდა ქვეყანაში ნამდვილი პარლამენტარიზმის ტრადიციის დანერგვას

გამოცემა „intellinews“ სტატიას სახელწოდებით „კოლხები: ქართული დემოკრატიის ოცდაათწლიანი გზა“ აქვეყნებს, რომლის ავტორიც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი ხელაშვილია.

„ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, საქართველოში აღინიშნა ჯერ კიდევ არდაშლილ საბჭოთა კავშირში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების 30 წლისთავი. ოპოზიციამ, რომელსაც ანტიკომუნისტი დისიდენტი ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, დამაჯერებელი უმრავლესობით მოიგო არჩევნები და პირველი გარდამავალი მთავრობის შექმნის უფლება მიიღო, მოგვიანებით კი, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა. ქვეყანას კიდევ 22 წელი დასჭირდა, რომ ასეთი ცვლილება განმეორებულიყო – 2012 წელს ოპოზიციურმა კოალიციამ, „ქართული ოცნებისა“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა“, – გამოცემა „intellinews“ სტატიას სახელწოდებით „კოლხები: ქართული დემოკრატიის ოცდაათწლიანი გზა“ აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი, გიორგი ხელაშვილი აცხადებს, მხოლოდ პარლამენტის ბოლო ორი მოწვევა, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, წარმოადგენდა ლიდერთა სურვილების შემსრულებელი ორგანოს როლიდან დრამატულ გადახვევას და ქვეყანაში ნამდვილი პარლამენტარიზმის ტრადიციის დანერგვას. მისი თქმით, მიუხედავად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების ხშირად ბოროტი და პოლარიზებული თავდასხმისა, რომელთაგან ყველაზე აქტიურმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თითქმის არაფერი გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების მხრივ, უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, მოქმედი პარტია „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ცვლილებებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მეცხრე პარლამენტმა მიაღწია ნამდვილ საკანონმდებლო გარდაქმნასა და დემოკრატიულ წინსვლას კონსტიტუციისა და რეგლამენტის რედაქტირებით, ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის სულისკვეთებისა და პრინციპების შესაბამისად. ,, საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ისტორია ათასწლეულებს ითვლის. მიუხედავად ამისა, ხუთი საუკუნის განმავლობაში, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ქართველები, როგორც ერთიანი ერი, არ სარგებლობდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობით. სწორედ ამიტომ იყო 1991 წელს ეროვნული სუვერენიტეტის გამოცხადება ასეთი მნიშვნელობის მქონე ისტორიული მასშტაბის მოვლენა. საბჭოთა და შემდეგ რუსული აგრესიის მუდმივი საშიშროებისა და მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედის სამხედრო ოკუპაციის მიუხედავად, საქართველომ შეძლო გადარჩენა, როგორც ეფექტურად მართულმა სახელმწიფომ და, უფრო მეტიც, განავითარა დემოკრატიული ინსტიტუციები, რომლებიც ვარსკვლავური რეპუტაციით სარგებლობენ აღმოსავლეთ ევროპაში და, მით უმეტეს, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს პოლიტიკური ისტორია ძირითადად იმ ქარიზმატული ლიდერების მონათხრობებით ვრცელდებოდა, რომელთა სახელები მთელს მსოფლიოში ცნობილი იყო სწორი ან არასწორი მიზეზების გამო. ამის მიუხედავად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ასევე პარლამენტების მოწვევათა (სულ ცხრა) ისტორია იყო, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყნის დემოკრატიისკენ სწრაფვაზე, თუმცა სხვადასხვა სიმძაფრით. მნიშვნელოვანია, რომ ქართული დემოკრატია, თუნდაც ხმაურიანი და უსიამოვნო, ყველაზე სტაბილური და ძლიერი იყო, როდესაც პოლიტიკური პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საპარლამენტო განხილვები იყო. ამის საპირისპიროდ, როდესაც პარლამენტი მდუმარე და პასიური ხდებოდა, მაშინ დემოკრატიაც სუსტებოდა. სამწუხაროდ, პარლამენტის პირველი მოწვევა სამოქალაქო ომით დასრულდა, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი გამსახურდია ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო შემდგომი რამდენიმე მოწვევის პარლამენტი უმნიშვნელო როლს ასრულებდა ეროვნულ ლიდერებთან, ედუარ შევარდნაძესთან და მიხეილ სააკაშვილთან შედარებით და იშვიათად თუ ეყოფოდა გამბედაობა, წინ აღდგომოდა მათ პოლიტიკურ ნებას ან, არცთუ იშვიათად, ახირებას. მხოლოდ პარლამენტის ბოლო ორი მოწვევა, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, წარმოადგენდა ლიდერთა სურვილების შემსრულებელი ორგანოს როლიდან დრამატულ გადახვევას და ქვეყანაში ნამდვილი პარლამენტარიზმის ტრადიციის დანერგვას. მიუხედავად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების ხშირად ბოროტი და პოლარიზებული თავდასხმისა, რომელთაგან ყველაზე აქტიურმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თითქმის არაფერი გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების მხრივ, უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, მოქმედი პარტია „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ცვლილებებს. ბოლო, მეცხრე პარლამენტმა მიაღწია ნამდვილ საკანონმდებლო გარდაქმნასა და მნიშვნელოვან დემოკრატიულ წინსვლას პარლამენტის კონსტიტუციისა და რეგლამენტის რედაქტირებით, ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის სულისკვეთებისა და პრინციპების შესაბამისად. შედეგად, პარლამენტი გახდა ეროვნული პოლიტიკის საყრდენი, ხოლო საპარლამენტო ზედამხედველობამ პრემიერ მინისტრი და კაბინეტი მეტად პასუხისმგებელი გახადა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდთან შედარებით. ზემოთ აღნიშნულმა კი საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას უპრეცედენტო წვდომა და გავლენა მიანიჭა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რამაც გაზარდა გამჭვირვალობა, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი ხმაური გამოიწვია პარლამენტში და მის გარშემო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამი ათწლეულის შემდეგ, საქართველოს ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც საკანონმდებლო ორგანოს არჩევას გულისხმობს, რომელიც ქვეყნის წამმართავი ძალა უნდა იყოს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ. “ქართული ოცნებას” მნიშვნელოვანი უპირატესობის (გამოკითხვის შედეგებით 60%-ს აღწევს) შემთხვევაშიც კი მრავალფეროვან და ჩახლართულ ოპოზიციასთან შედარებით, შემდეგ პარლამენტში მრავალი პოლიტიკური ძალა შევა, რომლებიც უპრეცედენტოდ წარმომადგენლობითი იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობის, ასევე საკანონმდებლო ორგანოსი”, – ნათქვამია სტატიაში. სტატიის დასასრულს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი იმედს გამოთქვამს, რომ 31 ოქტომბრის მომავალი არჩევნები ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის წყალგამყოფი და საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების 30 წლისთავისადმი ღირსეული მიძღვნა იქნება. „ეს არჩევნები სულ უნდა გვახსოვდეს, რადგან სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი დღესდღებოით ქვეყანაში არსებულ დემოკრატიას”, –  აცხადებს ხელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად