გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის, რომ სახელმწიფოს ეპატიებინა მელიასათვის

როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მითუმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა

როგორც ხელაშვილმა აღნიშნა, მელია არ კანონზე მაღლა არ დგას და კანონის დარღვევით იიგი ვერ გამოვა.

მისი თქმით, ნება რომ გამოგვეცა ამნისტია დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას და სწორედ ჩვენი დათმობა იყო ის, რომ სახელმწიფოს ეპატიებინა მელიასათვის ეს გირაო.

,, ამას ყოველთვის ვამბობდით და ამ პოზიციისგან უკან არასდროს დაგვიხევია. პოლიტიკური ნება რომ გამოგვეცა ამნისტია დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას და სწორედ ჩვენი დათმობა იყო ის, რომ სახელმწიფოს ეპატიებინა მელიასათვის ეს გირაო, ეპატიებინა ეს დანაშაული და გამოსულიყო ციხიდან შედარებით იმიჯშეულახავად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამ პირობებში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ გვერდზე გადავდოთ კანონი, უკანონოდ ვიმოქმედოთ და ამის შემდეგ მელიამ დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი პროცედურების გვერდის გავლით, კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ისინი საბოტაჟის გზას ადგანან. გაამართლებს თუ არა ეს საბოტაჟი, ამას უკვე პასუხი გაეცა იმით, რომ პარტიების ნაწილი, რომელიც აქამდე მისდევდა საბოტაჟის გზას, ფაქტობრივად აღმოჩნდნენ პარლამენტში. ადრე თუ გვიან ნაციონალურ მოძრაობას ორი გზა რჩება – ან გაიმეოროს და მიჰყვეს დანარჩენი პარტიების მაგალითს ან კიდევ განაგრძოს მარგინალიზაციის გზა.“,- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...