გიორგი ხატიძე ბაქოში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს

გიორგი ხატიძე ბაქოში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხატიძე, 14-15 დეკემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს.

მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მომავალი თაობების ინტერესების დაცვა არის თემა, რომელსაც 70-მდე ქვეყნიდან შეკრებილი პარლამენტის წევრები განიხილავენ.

ფორუმის ბოლოს მიიღებენ შემაჯამებელ დოკუმენტს, სადაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება გაწერილი მომავალში, ახალგაზრდა თაობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისთვის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად