გიორგი კეკელიძე ვერაზე მოკლულ ახალგაზრდაზე: Facebook-ის ქართულ ანალოგს ჰქმნიდა – საქართველოს მომავალს მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე 15 სექტემბერს, ვერაზე დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება

“მოკლული 20 წლის ახალგაზრდა, ნიკო კვარაცხელია, დაახლოებით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა – Facebook-ის ქართულ ანალოგს ჰქმნიდა – Feedc.com-ს. ვიღაცას ალბათ გაეღიმებოდა, მაგრამ თუ ოდესმე ნიკოს შეხვედრიხართ, მისი ერუდიცია და ენთუზიაზმი მცირე მიზეზსაც არ დაგიტოვებდათ ამის. მთხოვა, პერიოდულად სტატიები მეწერა და სიამოვნებით დავთანხმდი. მასე მერე პერიოდულად მწერდა და სიახლეებს მიზიარებდა.
საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ” -წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ: 20 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, გარდაიცვალა.

ნიკა კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, მისი სიცოცხლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, პირი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები
იტვირთება...