გიორგი კეკელიძე: პირველკლასელებზე – დისტანციური გაკვეთილის ჯეროვნად გამკლავება არის წარმოუდგენელი საქმე

“დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან – არაფერს ვამბობ პირველ კლასელებზე – დისტანციური გაკვეთილის ჯეროვნად გამკლავება არის წარმოუდგენელი საქმე. თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც. თან ტანჯვა უშედეგოა ან მცირედშედეგიანი”, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკოს დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“აბსურდია, ანაც თავის მოტყუება იმის მტკიცება, თითქოს ციფრული ეპოქა ისედაც იძლეოდა ამგვარი მოდელის იმპულსს – ბარემ ათი წელია, რაც მეტ-ნაკლებად გამართული ონლაინ-პლატფორმები არსებობს და არავის მოსვლია აზრად კლასიკური სისტემის ჩანაცვლება. იმედი მაქვს, მალე ვისწავლით ამ ვირუსთან ისე თანაცხოვრებას, რომ ფიზიკურადაც გადავრჩეთ და გონებაც არ დაგვიზიანდეს. თქვენი მოსწავლეებმონატრებული მასწავლებელი”, – წერს გიორგი კეკელძე facebook-ში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და ხელვაჩაურში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, 1- ლი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. აღნიშნული რეგულაცია უკვე მოქმედებს ქობულეთსა და ბათუმში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად