გიორგი კეკელიძე: “გურული დღიურების” ფონდი ორი ოზურგეთელი მოსწავლისთვის სტიპენდიას გასცემს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით გურული დღიურების ფონდი ჩამოყალიბდება. როგორც გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, ფონდი შესული შემოწირულობების საშუალებით მოსაწავლეებისთვის სტიპენდიას გასცემს. 

"მინდა ძალიან კარგი ამბავი გამცნოთ და გახაროთ. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ჩამოაყალიბონ გურული დღიურების ფონდი, სადაც შემოწირულობებთან ერთად, ჩემი წიგნებიდან შემოსული ჰონორარის ნაწილი გადაირიცხება.

ფონდის მუშაობაში მეც აქტიურად ჩავერთვები. რადგან ვფიქრობ, რომ ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა განათლებაა, საწყის ეტაპზე, ფონდი გასცემს სტიპენდიას ორი ოზურგეთელი მოსწავლისთვის. პირველი მათგანი შეირჩევა აკადემიური მოსწრების და შესაბამისი გასაუბრების შედეგად, ხოლო მეორე – სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იქნება. სხვა დეტალებს მარტში გაგაგებინებთ",-წერს გიორგი კეკელიძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად