გიორგი კაპანაძე: ვინც ამ “43 პროცენტიან” მახეს დათანხმდება, აბსოლუტურად ყველა, ქოცის და რეჟიმის საქმეს გააკეთებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი კაპანაძე შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს.

1. თუ პარლამენტში შესვლა და სკამებზე წამოსკუპება გინდათ, თქვით პირდაპირ, ოღონდ ამას ხალხის საკეთილდღეოდ გადადგმულ ნაბიჯად ნუ გაასაღებთ, თუ შეიძლება.
2. რომელი უტიფარი აგვიხსნით, რატომ უნდა მოხდეს მაკო გომურისთვის თვალის ამომთხრელის ამნისტია?
3. რა 43 პროცენტი თუ აიღო ოცნებამ რიგგარეშე არჩევნები აღარ იქნება? საიდან მოიტანეთ ეს 43 პროცენტი, როცა საპარლამენტო არჩევნებზე 48 პროცენტი დაიწერეს? ან რატომ ადარებთ საპარლამენტო არჩევნებს ადგილობრივს? ცას და დედამიწას?
4. თქვენ რომ დეპუტატები ხართ, ეს პარტიის და ხალხის დამსახურებაა. ყველა სიით ხართ გასული და კარგი იქნება, თუ ამომრჩეველს მოუსმენთ. ჰკითხეთ აზრი.
5. პირდაპირ ვიტყვი და ნამდვილად არ ვაპირებ ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას: ვინც ამ “43 პროცენტიან” მახეს და თვალების ამომთხრელების ინდულგენციას დათანხმდება, ყველა, აბსოლუტურად ყველა, ქოცის და რეჟიმის საქმეს გააკეთებს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...