გიორგი კანდელაკი ჟვანიას: ათასობით ამომრჩეველს უცებ გაუჩნდა სურვილი, რომ ჯიბეში ჩაიდოს ბიულეტენი და სახლში წაიღოს კედელზე ჩამოსაკიდად?

„ევროპული საქართველოს“ 600 სარჩელიდან გადათვლის შესახებ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი და იმ ერთშიც კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ მხოლოდ ბიულეტენებს ითვლიდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის დოღი და საციხო ამბავია”.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ცესკო-ს სხდომაზე განაცხადა და სხდომის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჰკითხა, როგორ აიხსნება ის, რომ ოპოზიციის ნამდვილი ბიულეტენები აღმოჩნდა შერეული გადასაყრელ ბიულეტენებში.

„ათასობით ამომრჩეველს უცებ გაუჩნდა სურვილი, რომ ჯიბეში ჩაიდოს ბიულეტენი და სახლში წაიღოს კედელზე ჩამოსაკიდად? ეს ადამიანური შეცდომით ვერ აიხსნება. როგორ აიხსნება ის, რომ ოპოზიციის ნამდვილი ბიულეტენები აღმოჩნდა შერეული გადასაყრელ ბიულეტენებში, რომელიც კანონის თანახმად, ილუქება ყუთის გახსნამდე, თუ გახსნამდე არ დაილუქა და ნამდვილი ბიულეტენები შეერია გადასაყრელ ბიულეტენებს, ეს არის საციხო საქმე, რადგან თქვენი მითითებით მოხდა ეს. ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს. „ევროპული საქართველოს“ 600 სარჩელიდან გადათვლის შესახებ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი და იმ ერთშიც კი, კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ მხოლოდ ბიულეტენებს ითვლიდა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის დოღი და საციხო ამბავი“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად