გიორგი კანდელაკი: “რაინეარსა” და “ვიზეარისთვის” არჩევნებამდე ფრენის აკრძალვა სიბრიყვეა

“ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფაქტიურად დაადასტურა რომ მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა რომ არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა და რომ ფაქტიურად იკრძალება ვიზეარის და რაინეარის რეგულარული რეისები არჩევნებამდე, რითაც მთავრობა შიმშილისთვის წირავს ტურიზმის სფეროზე დამოკიდებულ ათასობით ადამიანს რომელიც იმედის თვალით შეყურებდა ამ ორი ავიაკომპანიის რეგულარული რეისების განახლებას“, ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს წევრმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„მთავრობამ განზრახ შექმნა მდგომარეობა რომელშიც თვითმფრინავით გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლია ბილეთში ასტრონომიული ფასის გადახდა და აქვს პრივილეგია თავი აარიდოს კარანტინს – როგორც ეს გვაჩვენა მინისტრმა ზალკალიანმა ან როგორც ეს აქვს თვითონ თურნავას. კეთილსინდისიერი მოქაალაქეები კი უნდა ისხდნენ კარანტინში.

მოდით ქალბატონო ნათია თავად ავიაკომპანიებმა გადაწყვიტონ რა არის მათთვის მომგებიანი და რა წამგებიანი. პანდემიამდე მათი რეისების უმრავლესობა ისედაც კვირაში ორჯერ და მაქსიმუმ სამჯერ ხორციელდებოდა. ამასთან რა გამოდის, მაგალითად ესტონეთის მთავრობა ბრიყვია და არაკომპეტენტური როცა საზღვრებს უხსნის საქართველოს და მხოლოდ საქართველოს მთავრობაა ბრძენი? ქართული ოცნების მთავრობის მიდგომა არამეცნიერულია და უკავშირდება მხოლოდ არჩევნებს”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად