გიორგი კანდელაკი: ოპოზიციამ ხელმოწერა იჩქარა და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციას არ დაელოდა 

ოპოზიციამ ხელმოწერა იჩქარა და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციას არ დაელოდა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა

“ის უცნაური პროცესი, რომელშიც აღმოვჩნდით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ ვიჩქარეთ – იჩქარეს ჩვენმა პატვცემულმა კოლეგებმა ხელის მოწერა ამ დოკუმენტზე. ოპოზიციის მხრიდან ერთიანობის და სიმტკიცის შენარჩუნების შემთხვევაში სრულიად მიღწევადი იყო ერთი მხრივ პლებისციტის დანიშვნა და მეორე მხრივ ასეთი მძიმე სურატის არმიღება, როგორც ეს მივიღეთ ამნისტიის ასეთი კანონით, რომელიც პასუხისმგებლობას იქით აკისრებს ნიკა მელიას და საზიანოა მთლიანად ოპოზიციისთვის.

შესაძლოა ამ პროცესის ზოგიერთ მონაწილეს საერთაშორისო კონიუნქტურის აღქმის გამოცდილება არ ეყო. ჩვენ არ დაველოდეთ აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციის ფორმირებას. აქამდე ჩვენ კრიტიკული განცხადებები გვესმოდა კონგრესიდან და სენატიდან, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლება შეიცვალა აშშ-ში და ძირითადად გვესაუბრებოდნენ მოვალეობის შესმრულებლები. ხედვის მატარებელი ადამიანები ჯერ დანიშნულებიც არ იყვნენ. მნიშვნელოვანი დანიშვნები მხოლოდ წინა კვირას განხორციელდა და ჯერ არც დასრულებულა ეს პროცესი. ასე, რომ კოლეგები არ დაელოდნენ პოლიტიკური პოზიციის ფორმირებას. შესაბამისად, ასეთი ცაიტნოტური ვითარება მივიღეთ, როდესაც რაღაცის გაფუჭებას ცდილობს “ქართული ოცნება” და პირადად ნიკა მელიასი”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...