გიორგი კანდელაკი: მუქარა, რომ გაიყინება დახმარება საქართველოს მიმართ  არ მახსოვს, შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული

“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, აშშ- ს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს შეჩერების თაობაზე, მიუთითებს, რომ ივანიშვილის მმართველობის გაგრძელება არ შეესაბამება არც საქართველოს და არც ამერიკის ინტერესებს.

რგორც გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი მუქარა მას შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, არ ახსოვს.

“ასეთი მუქარა, რომ გაიყინება დახმარება საქართველოს მიმართ  არ მახსოვს, შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული. შევარდნაძის პერიოდსა და “ქართული ოცნების” რეჟიმს შორის ბევრი მსგავსებაა. ვაშინგტონში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დედაქალაქში არსებობს უვე გამოკვეთილი აზრი და შეხედულება იმის შესახებ, რომ ივანიშვილის მმართველობის გაგრძელება არ შეესაბამება არც საქართველოს და არც ამერიკის ინტერესებს”,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი  დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ  საქართველოს ხელისუფლება  დგამს შემდეგ ნაბიჯებს, რათა

1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები;

2.  ებრძოლოს კორუფციას;

3. დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც  საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

ამასთან, კანონპროექტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და მედიის მხარდამჭერ პროგრამებს, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ მიმართულ პროგრამებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად