გიორგი კანდელაკი: კვირკაშვილის სიტყვას ფასი არ აქვს!

,,ბატონი კვირიკაშვილის სიტყვს ფასი არ აქვს. ეს არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ გადაწყვეტილებებს იღებს ის ხალხი, რომელიც საბჭოთა კავშირთანაა დაკავშირებული“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ,,აიპრესთან“.

მისი თქმით, კვირიკაშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის უკუსვლასა და ხალხის გაღარიბებაზე.

,,კვირიკაშვილი ინაწილებს პასუხისმგებლობას ქვეყნის უკუსვლაზე. ის თავიდანვე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი იყო. ის ინაწილებს პასუხისმგებლობას ხალხის გაღარიბებაზე და მდგომარეობის გაუარესებაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც რა ფასი აქვს მის სიტყვას?! იგი დაგვპირდა, რომ თუ დადასტურდებოდა მაგალითად პრორუსული მედია საშუალებების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, ამას შეწყვეტდა . დადასტურდა ეს, ,,ევროსაბჭოს“ მიერ ,,ევროსაბჭოს რასიზმის და დისკრიმინაციის“ საკანონმდებლო კომისიამ თავის ანგარიშში თქვა, რომ მართლაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს პრორუსულ არხებს და ეს გრძელდება.“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად