A1 ბანერი

გიორგი კანდელაკი: ივანიშვილი პირად კომფორტზე ზრუნავს და ხალხს ატყუებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყა და მან დაპირებები არ შეასრულა.

"ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა ხალხი, მან არ შეასრულა არცერთი დაპირება, არ გახსნა 100 ქარხანა, არ გაანახევრა ტარიფები, არ გახადა პენსია 230 ლარი, როგორც ამას იგი პირდებოდა ხალხს, ათეულ ათასობით ადამიანს მოუხსნეს შემწეობა. 

ხალხმა ასევე დაინახა, რომ მან დაიწყო ფულის კეთება და მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება, საამისოდ საკმარისია საყდრისის მაგალითის გახსენება. ასევე შემიძლია ვთქვა ბიტკოინების ქარხანა, რომელსაც პირობითად ქვია ქარხანა, თორემ სამი კაცია დასაქმებული, ამ ქარხანამ მიიღო კოლოსალური შეღავათები სახელმწიფოსგან და ეს ტერიტორია 1 ლარად გადაეცა.

გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს პირად კომფორტზე და თავისი ახირებების დაკმაყოფიელებაზე გადავიდა. იგი გიგანუტრ ხეებს გლეჯს და სახლში მიაქვს და მთელი მთავრობა ამის გამართლებით არის დაკავებული, ახლა კი ბოტანიკური ბაღი მიუერთა თავის სახლს," – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მან ასევე ისაუბრა "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესზე და აღნიშნა, რომ ყველა ამ დანაშაულის შესახებ ხალხმა "რუსთავი 2"-გან შეიტყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...