გიორგი კანდელაკი: ევროპის პოლიტიკურ რუკაზე სწორედ ჩვენ მოვახვედრეთ საქართველო

“ჩვენ არა თუ მხარს ვუჭერთ ამას, არა თუ ჩვენს მიერ დაწყებული პროცესია და საერთოდ ევროპის პოლიტიკურ რუკაზე სწორედ ჩვენ მოვახვედრეთ საქართველო, ასე რომ ვთქვათ”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა “აიპრესს” პრემიერმინისტრისა და იუსტიციის მინისტრის ბრალდებების პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ზიანს არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ მთავრობის ქმედებები აყენებს. 

"ის რაც ზიანს აყენებს ამ პერსპექტივას ვართ არა ჩვენ, არამედ ის რასაც აკეთებს მისი მთავრობა. ეს რომ ასეა მრავალ განცხადებასა და დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის იქნება, ევროკომისიის, ევროსაბჭოსი თუ სხვა.

რომ არ მოეჭრა თავი საკუთარი თავისთვის და არ დაეყოლიებინათ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ყველა ძალიან კარგად გაიგებდა რას ამბობენ ევროპარლამენტარები. რაც საქართველოს აზიანებს არის ის როგორ იქცევიან ეს ვაჟბატონები, რას აკეთებენ, პირველ რიგში ეს არის მათი მცდელობა მოსპონ პროდასავლური და პროევროპული მედიასაშუალება საქართველოში რუსთავი2,  ეს აზიანებს ევროპულ პერსპექტივას და ასევე ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისინი აფინანსებენ პრორუსულ მედიასაშუალებებს”,-განაცხადა გიორგი კადელაკმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ტექნიკურ მოთხოვნებს დროულად არ ასრულებს.

“პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების და ვიზალიბერალიზაციის მიღებულია ჩვენს დროს და “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობა რომ ყოფილიყო ახლა, ვიზალიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლა უკვე ძალაში უნდა იყოს ახლა, მათ გააჯანჯლეს ეს პროცესი, ამის ორი მხარე არსებობს-პოლიტიკური და ტექნიკური. ტექნიკური მხარეს რაც შეეხება, ამაზე ფაქტ-მეტრმაც დადო, რომ მთელი კანონების პაკეტი, რომელიც უნდა მიღებულიყო დიდი ხნით ადრე, მათ ერთი წელი გააჯანჯლეს მათი მიღება, ტექნიკურადაც რაც ევალებოდა, დიდი ხანი მოუნდნენ ამის გაკეთებას, ახლა უკვე უნდა შეეძლოთ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში. პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, მაგალითად ამაზე საუბარია ორი კვირის წინანდელ განცხადებაში წამყავნი ევროპარლამენტარებისა, რომელიც გამოქვეყნდა საჯაროდ ლიბერალური ფრაქციის ვებ-გვერდზე, ეს არის მიმართვა საქართველოს მთავრობის მიმართ, სადაც წერია, რა აზიანებს საქართველოს და ჭორები… მოჭორავე პრემიერმინისტრი, თავისთავად არასერიზული პიროვნებაა და კომენტარი ამაზე ძალიან ძნელია”,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...