გიორგი კანდელაკი დიმიტრი ხუნდაძეს: მტყუანი ხართ და გაგაცამტვერებთ!

“წაგიკითხავთ რეზოლუციის ტექსტს, მირჩევნია მე წავიკითხო, იმიტომ, რომ არაფერი გამოგრჩეთ თქვენ:
“2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, ღია და სულ სრულმასთაბიანი საომარი მოქმედების საფეხურზე გადავიდა. რუსეთის შეტევა იყო საპასუხო”.
თქვენ თვითონ დანაშაულებრივ რეზოლუციას მოაწერეთ ხელი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
გიორგი კანდელაკმა კი უპასუხა, რომ სხვა პუნქტებიც წაიკითხოს.
“შემოგყვებით ამ დისკუსიაში და ამაშიც გაგაცამტვერებთ ბატონო დიმიტრი! პოლიტიკურად ცხადია. მტყუანი ხართ. აფხაზეთის ომიც ჩვენ დავიწყეთ, სოჭის ხელშეკრულებასაც მე მოვაწერე ხელი. ხალხი სულელი გგონიათ”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
The post გიორგი კანდელაკი დიმიტრი ხუნდაძეს: მტყუანი ხართ და გაგაცამტვერებთ! appeared first on IPRESS.GE.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად