გიორგი კანდელაკი: ბიძინა ივანიშვილს ვეღარაფერი უშველის

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყა და მან დაპირებები არ შეასრულა. მან ასევე განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს აღარაფერი უშველის, რადგან ხალხს ვეღარ მოატყუებს.

"რაც არ უნდა მოიმოქმედოს ბიძინა ივანიშვილმა, ხალხი არ მისცემს საშუალებას, რომ საბოლოოდ დაასამაროს დემოკრატიული წეს-წყობილება ამ ქვეყანაში, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე ვეღარაფერი უშველის, ხალხმა სიმართლე კარგად იცის.

ბიძინა ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ გააბრიყვებს ხალხს. ჩვენი ამოცანაა, რომ ცივილიზებურად მოხდეს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ჩვენმა ქვეყანამ 8 ოქტომბრის შემდეგ უნდა დაიწყოს განახლებული, წარსულ შეცდომებზე დაფუძნებული, სწარფი განვითარების ახალი ტალღა", – განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

მან ასევე ისაუბრა "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესზე და აღნიშნა, რომ ყველა ამ დანაშაულის შესახებ ხალხმა "რუსთავი 2"-გან შეიტყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...