გიორგი კანდელაკი: 80 ათას ადამიანამდე, რომელიც დასაქმებულია ტურიზმში, შეიძლება აღმოჩნდეს, ფინანსური კატასტროფის წინაშე

“ევროპული საქართველო” ზარალის შესამცირებლად ხელისუფლებას რეგულარული ფრენების აღდგენისკენ მოუწოდებს, სადაც  არის კარგი ეპიდსიტუაცია.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელკმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ქვეყანამ შესაძლოა სამი მილიარდის დანაკარგი მიიღოს, რომელსაც ის ტურიზმის სფეროდან იღებს.

 

„თუკი არ განახლდება დაუყოვნებლივ რეგულარული ფრენები ევროკავშირის ამ ქვეყნებთან მაინც, მაშინ საქართველო დგას რეალური საშიშროების წინაშე, რომ ის სამი მილიარდი დოლარი, რაც წელიწადში შემოდის ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმიდან დაიკარგოს და ძალიან ცუდი სცენარის წინაშე დავდგებით, რის შედეგადაც 80 ათას ადამიანამდე, რომელიც დასაქმებულია ტურიზმში, შეიძლება აღმოჩნდეს, ფინანსური კატასტროფის წინაშე“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, არსებობს ინფორმაცია, რომ  საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ელ აგვისტომდე არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად