გიორგი კალანდია: სანატრელი ოცნება აღსრულდა, ოშკის რეაბილიტაცია დაიწყო!

ამის შესახებ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს. 

"საშვილიშვილო და სანატრელი ოცნება აღსრულდა, ოშკის რეაბილიტაცია დაიწყო! სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ დაიწყო, იგივე სამართლიანობა ითხოვს ვაღიაროთ რომ ეს საქმე წარმატებულ დასასრულამდე ამ ხელისუფლებამ მიიყვანა! დიახ არის თემები რომლებიც თაობებს, მთავრობებს, სხვადასხვა იდეებს და ჯგუფებს აერთიანებს, ასეთია ათასწლოვანი ოშკი! ვულოცავ ყველა ქართველს, კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ჩვენს საელჩოს თურქეთში, ყველა ადამიანს ვინც ამ საქმეში ჩართული იყო! „ოშკის გუმბათმა დიგვიბუროს", – წერს გიორგი კალანდია facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად