გიორგი კალანდია: გულში ვფიქრობდი რა თეატრი უნდა იყოს მესტიაში მეთქი, რომ მივედი დიდხანს რეტდასხმული დავდიოდი

“ჩემმა მეგობარმა მსახიობმა გიორგი გასვიანმა აიჩემა – წამო მესტიის ახალი თეატრი ვნახოთო, უარი ვერ ვუთხარი, არადა გულში ვფიქრობდი რა თეატრი უნდა იყოს მაღალმთიან რეგიონში მეთქი… რომ მივედი დიდხანს რეტდასხმული დავდიოდი” – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

ულტრათანამედროვე დიზაინის ნაგებობა, მარმარილოს იატაკითა და კედლებით, ბრწყინვალე განათებით, სუპერ სცენით, 180 კაციანი დარბაზით, სასტუმროთი, ხმის ჩამწერი სტუდიით…

ყველაფერი ეს კი მსახიობ გეგი ფალიანის თაოსნობითა და ენთუზიაზმით გაკეთებულა, საშვილიშვილო საქმე აზიის განვითარების ფონდსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუფინანსებია, მოკლედ ლეო ფილფანის სახელობის მესტიის თეატრი ჩვეულებრივი ევროპული კულტურის ცენტრია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...