გიორგი კახიანი: “თუ თანხმობას განაცხადებს, დეპუტატი გახდება ელდარ კურტანიძე”

დეპუტატ თამაზ ავდალიანის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ადგილმონაცლე პროპორციული სიით წარდგენილი პირი იქნება. 

„აიპრესთან“ საუბრისას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს: „ვინაიდან ბატონი თამაზი იყო პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრი, ასეთ შემთხვევაში, სიაში შემდეგი ვინც არის „ქართული ოცნებიდან“ ის ითვლება ადგილმონაცვლედ.“

– ცესკო-ში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სიაში, პროპორციული წესით შემდეგი  არის №93 ელდარ კურტანიძე.

– დიახ, სიაში შემდეგი არის ელდარ კურტანიძე, თუ იგი თანხმობას განაცხადებს. მასზეა ყველაფერი დამოკიდებული, მას შეუძლია უარი  ან თანხმობა განაცხადოს. თუ იგი თანხმობას განაცხადებს დეპუტატი გახდება ელდარ კურტანიძე.

– იმ შემთხვევაში თუ ელდარ კურტანიძემ უარი განაცხადა?

– იქ უკვე შემდეგი ვინც არის სიაში, ის იქნება. თუ არ ვცდები, სიაში შემდეგი „ქართული ოცნებიდან“ არის ედიშერ თოლორაია, რომელიც ამჟამად ზუგდიდი მუნიციპალიტეტის გამგებელია.

"აიპრესმა"  ვერ მოახარხა გაერკვია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დათანხმდება თუ უარს იტყვის დეპუტატის მანდატზე ელდარ კურტანიძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად