გიორგი კახიანი: თუ გამოჩნდება, რომ შეზღუდვა სადღაც შესარბილებელია ან გასამკაცრებელი, ლოგიკურია, რაღაც შეიცვლება

“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი კახიანის განაცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია და მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს მომავალში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები შერბილდება.

გიორგი კახიანმა “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, რომ საკოორდინაციო საბჭო ყოველდღე იკრიბება და თუ მსგავსი საჭიროება გამოჩნდება, ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“საკოორდინაციო საბჭო ყოველდღე იკრიბება და მსჯელობს იმაზე, რა მდგომარეობა და მოცემულობაა. თუ გამოჩნდება, რომ შეზღუდვა სადღაც შესარბილებელია და სადღაც გასამკაცრებელია, ამას ჩემი თქმა რად უნდა, ლოგიკურია, რომ რაღაც შეიცვლება. თუმცა, ახლა მე არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს და არც მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში რამე შეიძლება შეიცვალოს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად