A1 ბანერი

გიორგი კახიანი: დატოვებს თუ არა ეკა ბესელია უმრავლესობას, ეს მის ქმედებებზეა დამოკიდებული

დატოვებს თუ არა იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე “ქართულ ოცნებას” ეს მის ქმედებებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს, არ ყოფილა.

“უმრავლესობის რიგებში მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა, არ ყოფილა. იმედი მაქვს, ეს მსჯელობა არც მოგვიწევს, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ეს იქნება დამოკიდებული თავად ეკას ქმედებებზე, თუ რა განცხადებებს გააკეთებს , როგორ იმოქმედებს. ამ თვალსაზრისით იმედი მაქვს, არ დადგება ეს დღის წესრიგში”, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...