გიორგი კახიანი: ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში, რაც აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგებზე

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა იმაზე თუ როგორი განწყობაა საზოგადოებაში პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის, ჩვენთან მიმართებაში“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„ეს კვლევები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის ჩამოყალიბებას პარლამენტში და ცხადია, ჩვენ დამოუკიდებლად მოვახდენთ მთავრობის ფორმირებასაც. ამას აჩვენებს ყველა კვლევა, თუ ამას რეალისტურად და ობიექტურად შევხედავთ. რაც შეეხება ,,IPSOS”-ის კვლევებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით იყო წარმოდგენილი, ეს ხომ სასაცილოა და ამაზე რეალური კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. მანამდე გამოქვეყნდა ბატონი კეზერაშვილის „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული კვლევები. ეს კვლევებიც კი რადიკალურ აცდენაშია ერთმანეთთან. იმ კვლევებით, რომელმაც „ქართულ ოცნების“ ალოკაციის გარეშე რეიტინგი აჩვენა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ალოკაციის მეთოდით განესაზღვრა იგივე რეიტინგი. ანუ მათი კვლევებიც კი არის ერთმანეთთან აცდენილი. ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში. ეს აუცილებლად გამოჩნდება არჩევნების შედეგებით. რაც დრო გადის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ჯგუფების რეიტინგი იკლებს.

დღეს რეალურად მათი რეიტინგი 15-17 % -ის ფარგლებში აქვთ, პლუს-მინუს 1-2 %. ეს ხომ ერთი იდეოლოგიის და ერთი ღირებულებების პოლიტიკური ჯგუფებია?! მაგრამ დღეს ერთმანეთს ეკინკლავებიან ამ 15-17 %-ის ფარგლებში, ვინ რამდენი ხმა აიღოს. ჩვენ კი ვფიქრობთ იმაზე, ქვეყანა როგორ განვითარდეს. ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ძალიან მალე მოხდება“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად