გიორგი კაკაურიძე: საბიუჯეტო პარამეტრების გავლენა ლარის კურსზე ნულის ტოლია

"ბიუჯეტს ლარის კურსზე გავლენა არანაირად არ ჰქონია. საბიუჯეტო დეფიციტი არ გვაქვს" – ამის შესახებ ნოდარ ხადურის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ლარის გამყარების ერთ-ერთი საშუალება ქვეყანაში მეტი ინვესტიციის შემოდინებაა.

"ბიუჯეტს ლარის კურსზე გავლენა არანაირად არ ჰქონია. საბიუჯეტო დეფიციტი არ გვაქვს. საბიუჯეტო პარამეტრების გავლენალარის კურსზე არის ნულის ტოლი. გამოქვეყნდება ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის ეროვნული ბანკის სტატისტიკა და შემდეგ იქნება შესაძლებელი ანალიზის გაკეთება. კონკრეტული ვაჭრობის დღის გარდა, ჩვენ ვერ ვხედავთ თუ რა მოთხოვნა იყო ლარზე. ლარის გამყარების ერთ-ერთი საშუალება იქნება, მეტი ინვესტიცია და ჩვენ ამაზე ვმუშაოვთ" – განაცხადა კაკაურიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...