გიორგი იანტბელიძე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოსვლით კმაყოფილია (ვიდეო)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იატბელიძე, პლანეტის პირველობაზე მოპოვებული 4 მედლით კმაყოფილია, თუმცა ამბობს, რომ იყო მცირე ნიუანსები, რომლის გამოც რიგმა მოჭიდავეებმა მარცხი განიცადეს და ამის ანალიზი თბილისში გაკეთდება.

“მივულოცავ ყველას ამ დიდ წარმატებას. მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილიც არ არის პატარა საქმე. მთელს საქართველოს ვულოცავ და კიდევ იმ ბიჭებს, ვინც გუშინ იბრძოლა. მოხარული ვარ, რომ ორი შესაძლებლობიდან ორივე გამოვიყენეთ და ჩვენთვის იდეალურად დასრულდა დღევანდელი დღე. მთლიანობაში, იყო ნიუანსები, რომელიც გულს გვწყვეტს, მაგრამ დავსხდებით შემდგომში, განვიხილავთ და გამოვასწორებთ. მივულოცავ ყველას, გენოს, ელიზბარს, კენჭაძეს, იაკობიშვილს ამ დიდ წარმატებას. იმედია, გუნდურშიც მესამეზე გავედით. როგორც აღვნიშნე, იყო ნიუანსები, რომელიც გულს გვეწყვეტს. თუნდაც ზურას შეხვედრა, სადაც შეეძლო ფინალში გასულიყო. რამდენიმე მოჭიდავეა, არ მინდა ვინმეს გული დავწყვიტო, მაგრამ მეტი შეეძლოთ. რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, ანალიზს თბილისში გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭდავეთა ნაკრებმა ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქრო – გენო პეტრიაშვილი (125კგ)
ვერცხლი – (ავთანდილ კენჭაძე (74კგ)
ბრინჯაო – ზურა იაკობიშვილი (70კგ)
ბრინჯაო – ელიზბარ ოდიკაძე (97კგ)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად