გიორგი იაკობაშვილი: ხალხი დამიჯარიმეს, პლაკატები ჩამომიხსნეს – თბილისის მერია, ნამეტანი ხომ არ მოგდით?! გაგიტკბათ დემოკრატიის თამაში?!

For.ge-ს რედაქტორი და მოძრაობა “დავასრულოთ” დამფუძნებელი გიორგი იაკობაშვილი თბილისის მერიის წარმომადგენლების მიერ, მისი მოძრაობის წევრების დაჯარიმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ხალხი დამიჯარიმეს.
პლაკატები ჩამომიხსნეს.
ლამის, ხალხის მტრად გამომაცხადეს…
და ეს ყველაფერი გააკეთეს ერთ დღეში!
ერთ დღეში!!!!!!
ხელისუფლებას ასე ოპერატიულად მაშინ რომ ემოქმედა, რუსთაველი ნაგვით, კარვებით და რურუას და მიშას პლაკატებით, რომ გაავსეს, ცუდი არ იქნებოდა!!!
ცუდი არ იქნებოდა კი არა, ტუალეტად, საპირფარეშოდ, ჩეჩმად და უბორნიად აქციეს იქაურობა.
ის არ ამახინჯებდა, ხომ, ქალაქის იერსახეს?! თბილისის მერია / Tbilisi City Hall – ნამეტანი ხომ არ მოგდით?! გაგიტკბათ დემოკრატიის თამაში??!!
ეგეთი ორმაგი სტანდარტები ენჯეოშნიკების მოგონილია და კარგი იქნება, თუ იმ გაიძვერა გიგაურს და “მოსასპობ (კაკოია) თაბაგარს” არ დაემსგავსებით 😕” – წერს გიორგი იაკობაშვილი.

ცნობისთვის, 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ პირები, რომლებმაც ქალაქში ბანერები გააკრეს. პლაკატები მასობრივად იყო გაკრული თბილისის სხვადასხვა უბანში. ბანერებზე გამოსახულია პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მედია მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

კომენტარები
იტვირთება...