გიორგი გუგუჩია: ქალაქის ქუჩების გარდა ამ ეტაპზე ზუგდიდის სოფლებში 9 გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას ვახდენთ

ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა სოფელ კახათში წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის დაგების სამუშაოები, არსებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწერიასთან და მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.

„რეგიონის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ამჯერად ვიმყოფებით სოფელ კახათში, სადაც წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის მშენებლობა მიმდინარეობს, ამ ქუჩაზე არასდროს ყოფილა ასფალტირებული გზა და გადაადგილების დროს მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა და მალე ადგილობრივები ახალი გზით ისარგებლებენ. ქალაქის ქუჩების გარდა ამ ეტაპზე ზუგდიდის სოფლებში 9 გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას ვახდენთ.

კომენტარები
იტვირთება...