გიორგი გუგავა: ვერ მოგართვით ბიძინიე, შენი დრო მალე დამთავრდება!

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, განცხადებით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მალე დასრულდება, რადგან მისი თქმით თავისუფლების მოყვარე ერი სწორ მხარეს დადგება.

“როდესაც შენ მიდიხარ და დაყვები ოლიგარქის თამაშს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ქვეყნის თავისუფლების, მისი სუვერენიტეტის, დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ მიდიხარ. უკლავ შენს შვილებს მომავალს, კლავ შენს მომავალსაც და კლავ იმ გზას, რომლითაც ჩვენ უნდა მოვექცეთ ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის წიაღში, დავბრუნდეთ ამ წიაღში, ნუ შევუშლით ამას ხელს, ნუ დავდგებით ორჯონიკიძის გზაზე, ნუ ჩავყვებით ოლიგარქს საფლავში, მის ვნებებს ნუ შევწირავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ხალხო! სამუშაო წაგვართვა, ჯანდაცვა წაგვართვა, არჩევნები თავზე ჩამოგვამხო ახლა ერთპარტიული პარლამენტის გაფორმებას აპირებს. აბა რაღა ვართ მაშინ?! ან ვართ თავისუფლების მოყვარული და მებრძოლი ერი, ან ვართ მონები! სეთურ ივანიშვილის მონები. არჩევანი ძალიან მარტივია. მე დარწმუნებული ვარ ჩემი ერი არ შეეგუება ამ ბორკილებს, მითუმეტეს ოლიგარქიულ ხუნდებს და ჩვენ გავთავისუფლდებით ამ მანიაკისგან, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, როგორც სუვერენს, როგორც მეფეს, როგორც შეუზღუდავ ჯამახირიის ხელმძღვანელს, ასე მართოს ეს ქვეყანა.

ვერ მოგართვით ბიძინიე, შენი დრო მალე დამთავრდება”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად